საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში, ქართულ-შვეიცარიულ მესაქონლეობის ფერმაში იმყოფებოდა.
მინისტრმა, ოთარ დანელიამ და კომპანიის ხელმძღვანელმა-ირაკლი კერვალიშვილმა, უწმინდესს, რეგიონში არსებულ მესაქონლეობის თანამდროვე ფერმებზე მიაწოდეს ინფორმაცია. დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი - მაღალმთიან რეგიონებში წარმოების წახალისებაა.
ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“, ქვეყანაში საერთო ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.