სიახლეები
დაშავებული მოზარდები
სახალხო დღესასწაულის მიმდინარეობისას ორი მოზარდი დაშავდა.

ერთი ცხენიდან ჩამოვარდა, მეორეს კი ცხენი დაეჯახა. ისინი ბეშუმიდან ბათუმში პრემიერ-მინისტრის ვერტმფრენით, მისივე თანხლებით გადაიყვანეს.

ორივე მოზარდი უკვე ბათუმშია და მკურნალის ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, მცირე დაზიანებები შეინიშნება, თუმცა ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.

ბეშუმში დოღის დროს მომხდარ ინცინდენტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საქმე 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

Print