2005 წელს, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით აშენებული სამედიცინო ცენტრი ყურადღების ცენტრში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წარმომადგენლის, კობა სუბელიანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოექცა. ფონდის წარმომადგენლებმა და საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ მედიას სამედიცინო ცენტრის დათვალიერების საშუალება მისცა. (საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ სუბელიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ერთგვარი მედიატურით უპასუხა). ცარიელია თუ არა შენობა, რომლის მშენებლობაზე, აღჭურვასა და პაციენტების მკურნალობაზე ,,ქართუმ“ 10 წელში 100 მლნ. დოლარი გაიღო.