სიახლეები
შეხვედრა პორტუგალიელ კოლეგასთან
საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა.

ორმხრივი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილსა და მარსელო რებელო დე სუსას შორის ბრაზილიაში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე შედგა. მხარეებს შორის საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პორტუგალიელი მონიტორების ჩართვის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ხაზგასმით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიამ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა რომ პრეზიდენტის ბრაზილიაში შეხვედრების მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება

Print