თელავში, „სოციალისტური საქართველოს“ - კახეთის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის დაწყებამდე, დაპირისპირება მოხდა. “სოციალისტური პარტიის წევრი, ერთ-ერთ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა.
მოხდარის გამო, დაგეგმილი ყრილობა გადაიდო. შენობის წინ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ და მოძრაობა „ახალი საქართველოს“ წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი და „სოციალისტური საქართველოს“ მიერ დაგეგმილი ღონისძიებას, მშვიდობიანი აქციით აპროტესტებდნენ. ინციდენტში მონაწილე ორივე პირი სამართალდამცველებმა ჯერ ადგილზე დაკითხეს,მოგიანებით კი კახეთის სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს.