სიახლეები
საპროტესტო აქცია ორხევში
პოლიკლინიკის დაბრუნების მოთხოვნით ორხევის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, კლინიკა რომელიც ამ ტერიტორიის მოსახლეობას ემსახურებოდა, ლილოს პოლიკლინიკას შეუერთდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიას თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს თუმცა უშედეგოდ.

ორხევის მაცხოვრებლებმა აქციაზე, პეტიციისთვის ხელმომწერთა შეგროვება დაიწყეს.

მათ პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან გუნავა შეუერთდა.

Print