სიახლეები
შიდა ქართლში კიდევ ერთი პირი გაიტაცეს

მორიგი გატაცება შიდა ქართლში.

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ქვეშიდან, შეიარაღებულმა პირებმა, ადგილობრივი მცხოვრები - ალეკო შევერდაშვილი გაიტაცეს.

ადგილობრივების განცხადებით, დაკავების მომენტში შევერდაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკუთარ ბაღში იმყოფებოდა. დაკავებულის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ოჯახს არავინ დაკავშირებია.

 

Print