სიახლეები
პოლიციელის სიმღერა

პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, რომელსაც ავტომანქანის მართვისას, ღვედი არ უკეთია და მობილური ტელეფონით ვიდეოს იღებს, 40 ლარით დაჯარიმდა.

 

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს სოციალურ კამპანიას "შეიკარი ღვედი“.
კამპანიაში ცნობადი სახეები მონაწილეობენ და მხოლოდ ერთ რამეს გვირჩევენ- "შეიკარი ღვედი“.

 

ამ ვიდეორგოლის მთავარ პერსონაჟს, კი, რომელსაც პოლიციელის ფორმა აცვია წესით ეს ვიდეორგოლი ნანახი უნდა ჰქონდეს, თუმცა

გარე გარე ობლად სიარული პოლიციის ამ თანამშრომელს, 40 ლარი დაუჯდა.

მიზეზი ღვედის გარეშე მანქანის მართვა გახდა. კანონმდებლობის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, 40 ლარით ისჯება.

 

Print