სიახლეები
ზოოპარკის ახალი ბინადრები

13 ივნისის  სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ თბილისის ზოოპარკში ლომის სამი ბოკვერი პირველად გაჩნდა.

თბილისის ზოოპარკმა , თეთრი ლომების დაბადების შესახებ, სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღის წინ გვახარა. რთული მშობიარობის მიუხედავად, დედა ლომი-კლეოპატრა და 3 ბოკვერი თავს კარგად გრძნობენ.

1 კვირის ბოკვერებს, თავისუფლად გადაადგილება ჯერ არ შეუძლიათ, ამიტომ ისინი დედა ლომთან  ერთად, ცალკე ვოლიერში იმყოფებიან, ჯერც არც მამას და არც უფროს დებს  იცნობენ. მათი ნახვა რამდენიმე კვირის განმავლობაში არც ზოოპარკის სტუმრებს შეეძლებათ .

შუმბას შემდეგ, თბილისის ზოოპარკისთვის ეს თეთრი ლომების დაბადების პირველი შემთხვევაა.  ახლად დაბადებული ბოკვერებისთვის, ზოოპარკის ადმინისტრაციას, ჯერ სახელები არ შეურჩევია.

 

Print