სიახლეები
ვაკანტური პოსტები თბილისის მერიაში

საკადრო ცვლილებებია  დედაქალაქის მერიაში.  დავით ნარმანიას მიერ   წარდგენილ კანდიდატურებს საკრებულო 2 აგვისტოს  განიხილავს.

ამის შესახებ  საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა.

გიორგი ალიბეგაშვილის შეფასებით, მერის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატურებს, მერიაში მუშაობის  საკმაო გამოცდილება აქვთ. რაც შეეხება უმცირესობას, უკვე ცნობილია რომ,   ისინი  წარდგენილ კანდიდატურებს  მხარს არ დაუჭერენ.  შეგახსენებთ   საკრებულომ --  მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის და დავით ნარმანიას  ორი მოადგილის პოსტზე,  წარმოდგენილი კანდიდატურები უნდა დაამტკიცოს.

 

Print