ლისის ტბისკენ მიმავალ ახალ გზაზე,
ფერდობზე ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე,
ხეებს და ბუჩქებს მოედო. ხანძრის ლოკალიზება სამმა ერთეულმა სახანძრო
ბრიგადამ მოკლე დროში შეძლო. ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა
სახელდება. დამწვარია დაახლოებით 5 000-ს კვადრატულ მეტრამდე
ტერიტორია.