სიახლეები
ახალი მატარებლის პირველი რეისი
წიფა და სხვა გვირაბებიც ახალმა ორსართულიანმა მატარებელმა შეფერხების გარეშე გაიარა.

პირველ რეისზე თბილისიდან ბათუმში მატარებელმა 400 მგზავრი ჩაიყვანა.

გაზრდილი კომფორტი, მგზავრობის  შემცირებული დრო და ბილეთის უცვლელი ფასი-   მგზავრებს კმაყოფილება არ დაუმალავთ

.მეორე კლასის ბილეთი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 23 ლარი ღირს, პირველი კლასის 40 ლარი,ბიზნეს კლასი კი 55.

საქართველოში პირველი ორსართულიანი, თანამედროვე მატარებლის პირველ რეისს ბათუმში საზეიმოდ დახვდნენ.

შვეიცარიული შტადლერის ტიპის მატარებელს უსაფრთხოებისა და მართვის განსხვავებული სისტემა აქვს.

ყველა ვაგონი კი შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვისაა ადაპტირებული

საქართველოს რკინიგზამ შტადლერს 4 ახალი, ორსართულიანი მატარებელი 2016 წლის გაზაფხულზე შეუკვეთა, რაშიც 40 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ ეტაპზე რეგულარულ რეისებს მხოლოდ 2 მატარებელი შეასრულებს

Print