სიახლეები
მარგველაშვილი-პაპუაშვილის შეხვედრა - შეფასებები
საქართველოს პრეზიდენტი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით,  მისი ოჯახის წევრებზე, სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ეს განცხადება პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ხმაურიანი განცხადებიდან ხუთი დღის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრა  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. საუბრის მთავარი თემა გიორგი პაპუაშვილის  მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იყო, რომელიც ცალკეული მოსამართლეების მიმართ ზეწოლას და თვალთვალს შეეხება. მედიისთვის დამალულ დეტალებზე  პაპუაშვილმა სავარაუდოდ დახურულ კარს მიღმა ღიად ისაუბრა, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა . გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში არასამთავრობო სექტორს ხვდება.

Print