სიახლეები
ეკობანაკი ცემში
ორგანიზაცია ,,მოქალაქე“ ეკობანაკების პროექტს მესამე წელია ახორციელებს
. ურეკში, ცემსა და თუშეთში მოწყობილ ბანაკებში წელს ოლიმპიადაში გამარჯვებული 400-მდე მოზარდი დაისვენებს. გუნდურობა, სხვადასხვა უნარების გამომუშავება და რაც მთავარია, ეკოლოგიაზე ზრუნვის მეთოდების შესწავლა - ეკობანაკის მონაწილეებს დასვენების პარალელურად, ტრენინგებიც უტარდებათ. ეკობანაკის ცემის ჯგუფმა სტარტი ჯომარდობით აიღო.
Print