სიახლეები
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში
გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში

, სადაც ყველაზე მაღალი რანგის, სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა იგეგმება. მთავრობის მეთაურმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა და წინ თურქ კოლეგასთან ელის აუდიენცია. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, დღეს რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდება. მათ შორის - ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ, განახლებულ დოკუმენტს მოეწერება ხელი. საქართველოსა და თურქეთის სატრანზიტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეები დაინტერესებას გამოხატავენ კორიდორების განვითარებით.

Print