სიახლეები
''ოცნების'' მაჟორიტარების წარდგენა იმერეთში
„ქართულმა ოცნებამ“  იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
პრემიერის განცხადებით, ქუთაისის #47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის #48-ე ოლქში - დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის #49-ე ოლქში - კობა ნარჩემაშვილი, წყალტუბოში - ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში - შალვა კიკნაველიძე, თერჯოლა-ტყიბულში - ელგუჯა გოცირიძე, საჩხერეში - პაატა კვიჟინაძე, ვანი-ხონის ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი, ჭიათურაში - სულხან მახათაძე, ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში კობა ლურსმანაშვილი, სამტრედიაში კი გია მიქელაძე.
Print