სიახლეები
პრეზიდენტის ვიზიტი სლოვენიაში

 

გიორგი მარგველაშვილი  ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტისა  და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლუბლიანაში, კონგრესის მოედანზე გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის პრეზიდენტმა საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ნიშნად, თბილისის ქუჩაზე სიმბოლურად, „მეგობრობის სკამი“ გახსნეს.  ვიზიტის ფარგლებში   პრეზიდენტების   პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა და ერთობლივი განცხადებების გაკეთებაა დაგეგმილი.

ასევე ხელი მოეწერება შეთანხმების დოკუმენტს,    რომლიც  საქართველოსა და სლოვენიას შორის ეკონომიურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთა ვიზების გამარტივებას ეხება.

მარგველაშვილის  ვიზიტი სლოვენიაში  19  ივლისს, დასრულდება.

 

Print