-ასეთ დასკვნებს აკეთებენ ისტორიკოსები და თურქეთმცოდნეები. მათი განმარტებით ეს პროცესი უარყოფით გავლენას მოახდენდა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და საქართველოს ეკონომიკაზე. ისტორიკოსები თურქეთ -საქართველოს საზღვრის კონტროლის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ სამხედრო ამბოხება მხოლოდ თურქეთში დაგეგმილი პროცესი არ იყო.