სიახლეები
''ცენტრ-პოინტის'' საქმე

 

ცენტრ პოინტის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების სხდომა 1 საათში დაიწყება
. მოსამართლე გადაწყვეტს, აღკვეთის ღონისძიების რა ზომას გამოიყენებს - მაია რჩეულიშვილის, გურამ რჩეულიშვილისა და ბათუმის „თეთრი მაგნოლიას“ საქმეზე დაკავებული ხელმძღვანელების წინააღმდეგ.
პროკურატურა ”ცენტრ პოინტის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, ”ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გუკა რჩეულიშვილს, ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორს, ირაკლი მინდელს და გაყიდვების მენეჯერს, სალომე ჩარკვიანს ბრალი გუშინ წაუყენა. საგამოძიებო ორგანო მათ ბათუმში ”ცენტრ პონტის” მიერ დაგეგმილი ”თეთრი მაგნოლიას” მშენებლობის პროცესში, მენაშენეთა კუთვნილი, 20 მილიონ ლარზე მეტის გაფლაგვას ედავება.

 

Print