გია
მაისაშვილი სამკურნალოდ ტეხასის შტატში გაემგზავრა.
ამერიკელი მეცნიერები მის განკურნებას ნოვატორული მედიკამენტების
გამოყენებით შეეცდებიან.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა ექსკლუზიურად მაესტროსთან ისაუბრა.
მაისაშვილს უმძიმესი დიაგნოზი თავის ტვინის სიმსივნე ცოტა ხნის წინ
დაუდგინდა. თურქეთში მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა
ბიოფსიის შედეგად დადგინდა, რომ სიმსივნე მეოთხე სტადიის სიმძიმისაა
და მას ხანგრძლივი და ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება.