სიახლეები
''ცენტრ-პოინტი აჭარას'' საქმე
მორიგი სკანდალი კომპანია „ცენტრ პოინტის“ ირგვლივ. დღეს პროკურატურამ „ცენტრ პოინტი აჭარას“ 2 თანამშრომელი დააკავა.

მთავარ საგამოძიებო უწყებას შეკითხვები აქვს კომპანიის ყოფილ დირექტორთან - გურამ რჩეულიშვილთან, რომლის დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დამფუძნებლები კი აღნიშნულს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ და საქმეში ყოფილი მთავარი პროკურორის - არჩილ კბილაშვილის კვალს ხედავენ.

„ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი, ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი სამართალდამცველებმა სავარაუდოდ თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ჩარკვიანის აყვანა ბათუმში მოხდა და ამ დროისთვის  თბილისში გადმოყავთ.  ირაკლი მინდელი  კი,  თბილსის პროკურატურაში უკვე დაკითხეს და სავარაუდოდ წინასწარი დაკავების იზოლატორიში იმყოფება.

საგამოძიებო უწყებას კითხვები აქვს კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორთან გუკა რჩეულიშვილთანაც, თუმცა ჩიტაძის ქუჩაზე ჩატარებული  ოპერაციის მიუხედავად, სამართალდამცველებმა გუკა რჩეულიშვილის  კვალს ვერ მიაგნეს.

„ცენტრ პოინტის“ თანამშრომლების დაკავებაში საპროცესო ნომრების დარღვევას ხედავს კომპანიის ადვოკატი.
მამუკა ჭაბაშვილი განმარტავს, რომ კომპანიის საქმეზე  გამოძიება 4 წელია მიმდინარეობს და ცენტრ პოინტი საგამოძიებო სტრუქტურებთან მუდმივად თანამშრომლობდა. შესაბამისად, უფლებადამცველის აზრით, კომპანიის წარმომადგენლების დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

საქმე ბათუმში მდებარე საცხოვრებელს  ”მაგნოლიას” პროექტს ეხება, რომელიც 5 წლის წინ დასრულდა.

რჩეულიშვილის ინფორმაციით, ირაკლი მინდელს ამ საქმეზე უკვე ჰქონდა სასამართლო პროცესი ბათუმში, შეუფარდეს გირაო და სასამართლო მორიგებით დასრულდა. კომპანიის დამფუძნებლები განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და საქმეში ყოფილი მთვარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ინტერესებს ხედავენ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ცენტრ პოინტის დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.

მაშინ საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებდა, რომ ცენტრ პოინტის დამფუძნებლებმა  წინასწარი შეთანხმებით სხვისი საკუთრება მითვისეს.

არქივი  „ცენტ პოინტის“ დაზარალებულების რამდენიმე საპროტეტსო აქციას ინახავს, სადაც ისინი  სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელების საქმიანობის გამოძიებას და დასჯას მოითხოვდნენ.

2013 წელს თბილისის პროკურატურამ “ცენტრ პოინტის” და “დექსუსის” დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თაღლითობის და მითვისების მუხლით ბრალდება წაუყენა.

თუმცა პროცესი სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს. გუკა რჩეულიშვილის სახელი კი საქმეში ამ დრომდე არ გამოკვეთილა.

რჩეულიშვილების ოჯახის ბრალდებებს არ გამოხმაურებია ყოფილი მთავარი პროკურორი. ცენტრ პოინტის ორ დაკავებულ თანამშრომელს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.

Print