სიახლეები
ვარშავის სამიტის შედეგი
ვარშავის სამიტი დასრულდა. მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები და გზავნილები მთავარ დოკუმენტში გაიწერა.

მსოფლიო გამოწვევების რიგებში საქართველოს უსაფრთხოებაც მოხვდა. ქართული დელეგაცია შედეგით  კმაყოფილია -  ალიანსმა საქართველოს  ტერიტორიულ მთლიანობას  კვლავ მხარი დაუჭირა.

ხაზი გაესვა  იმასაც რომ,   საქართველო ნატოს  წევრი გახდება და ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობა  გაძლიერდება.

ქართული მხარე 2 დღიანი სამიტის შედეგით კმაყოფილია. გაწევრიანების თემა დღის წესრიგში არც იდგა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მხარდაჭერის ნაწილში კი საქართველომ დასტური კიდევ ერთხელ მიიღო.

საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის  მჭიდრო პარტნიორად რჩება, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია,    საქართველო ნატოს წევრი გახდება - ეს გზავნილია ვარშავადან რომელიც უკვე ოფიციალურად კომუნიკეში ჩაიწერა. დამაგვირგვინებელი დოკუმენტი, სადაც საქართველო ზუსტად 28 ჯერაა მოხსენიებული  139-ი  პუნქტისგან შედგება და  რამდენიმე მუხლი მთლიანად საქართველოს ეძღვნება.

„ჩვენ აქედან მივდივართ  მეტი შესაძლებლობებით მეტი პარტნიორობით რომელიც ეხება ჩვენ ტავდაცვის უნარიანოიბს  გაძიებრებას  საჰაერო“,-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი

საქართველო ვარშავის სამიტიდან ბრუნდება პირობით, რომ ქვეყანა   უფრო მეტად დაცული იქნება,  ნატო აღმოსავლეთ  ევროპაში ძლიერდება,  რუსეთის რევანშისტული  პოლიტიკის საპასუხოდ  გადაწყდა,  რომ  ალიანსი -  პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში  სამხედრო შენაერთებს  განთავსებს - კომუნიკეს 112-ე პუნქტში   ჩაიწერა ისიც,  რომ   შავი  ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად  სტრატეგიული დიალოგის ფორმატი ამოქმედდება,  რომელშიც  საქართველოც  მიიღებს მონაწილეობას.

ალიანსის მთავრ დოკუმენტში სამი  პუნქტი მთლიანად საქართველოს ეთმობა. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ოქტომბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, ქართული წვლილი ავღანეთის მისიაში და მოლოდინი, რომ  საქართველო მონტენეგროს ბედს  გაიზიარებს  - ეს ის ძირითადი საკითხებია რაზეც კომუნიკეშია საუბარი.

"ნატოსკენ მიმავალი გზის  პოლიტიკური კონტურები  უფრო მკვეთრად გამოიკვეთა“ -  ბათუ ქუთელია ფიქრობს რომ  ვარშავის  სამიტმა მოლოდინები გაამართლა.  მისი აზრით, ალიანსის დღის წესრიგში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხის დამატება, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააჩქარებს“,-აცხდებს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.

ნმომდევნო შეხვედრის დრო და ადგილი  ცნობილია.   2017 წელს ნატოს სამიტს  ბელგიის  დედაქალაქი უმასპინძლებს.

ბრიუსელში გაირკვევა შეასრულა თუ არა საქართველომ საშინაო დავალება, თუმცა მანამდე წინ  ჩრდილო   ატლანტიკური   საბჭოს   მუდმივი   სესიაა, რომელიც  სექტემბერში  საქართველოში      გაიმართება.

Print