მოსახლეობა "თბილისის განვითარების ფონდის" მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, მათი თქმით ფონდმა ხელშეკრულება დაარღვია და ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
2011 წელს თბილისის მერიამ "თბილისის განვითარების ფონდთან" ერთად ერეკლე მეორის მოედანზე 6 და 7 ნომრებში სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ხელშეუკრულების საფუძველზე საცხოვრებელი ფართი დაანგრია და მოსახლეობას ახალის ჩაბარებას 1 წლის თავზე დაჰპირდნენ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ "თბილისის განვითარების ფონდმა" ხელშეკრულებაში ჩაწერილი პირობა დაარღვია და 2 სართულიანი სახლის ნაცვლად 3 სართულიანი პროექტის მშენებლობა გადაწყვიტა, რასაც მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოყვა.