მათი ინფორმაციით რამდენიმე წელია, რაც გზა დაზიანებულია და გადაადგილება ჭირს. მდგომარეობა, კი განსაკუთრებით უამინდობისას რთულდება.
სიტუაცია წყლის სისტემის შეცვლის
სამუშაოებმა დაამძიმა, რომელსაც თელავის მერია 24 საათიანი წყლის
მომარაგების პროექტის ფარგლებში ახორციელებდა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ყვარლის ქუჩაზე სამუშაოები 3 თვეში უნდა
დასრულებულიყო, თუმცა უშედეგოდ, ისინი პრობლემის მოგვარებას დღემდე
ითხოვენ და თელავის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
თელავის ვიცე-მერისთვის, თენგიზ მთვარელიშვილისთვის ყვარლის ქუჩის მოსახლეობის პრობლემები ნაცნობი აღმოჩნდა, თუმცა არა საგანგაშო
თელავის მერიაში განმარტავენ, რომ ქალაქის წყლით მომარაგების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ყვარლის ქუჩაზე პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.