სიახლეები
საშიში ლიფტები ქუთაისში

ქუთაისის მოსახლეობა მაღალსართულიან კორპუსებში გაუმართავ ლიფტებს აპროტესტებს.

ადგილობრივები აცხადებენ რომ ამორტიზებული ლიფტების გამო მათი სიცოცხლე ყოველ დღეში საფრთხეშია. მოსახლეობა ამბობს რომ დახმარების თხოვნით მერიას რამდენიმეჯერმე მიმართეს თუმცა უშედეგოდ.  ე.წ საშიში ლიფტების რაოდენობამ ქუთაისში 1000 გადააჭარბა.

მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში არსებული ლიფტების უმარვლეოსობა როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაუმართავ მდგომარეობაშია და სიცოცხლისთვის საფრთხეს ქმნის, შესაბამისად  არჩევანის გარეშე დარჩენილი ადგილობრივები მაღალსართულიან შენობებში ფეხით გადაადგილდებიან.

ადგილობრიები იმასაც ამბობენ რომ გაუმართავი ლიფტების პრობლემის შესახებ მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს თუმცა უშედეგოდ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ რომ ამორტიზებული ლიფტების მონიტორინგი მათ ვალდებულებებში არ შედის. მათი თქმით, ლიფტები ამხანაგობების საკუთრებაა. თუმცა, მერია თანადაფინანსებისთვის მზადაა.

ქუთაისში მაღალსართულიანი კოპუსების  ლიფტის შახტებში დაღუპული ადამიაენების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მსგავსი შემთხვევა გასულ კვირას მოხდა, როდესაც  ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის შახტაში მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

Print