სიახლეები
საკრებულოს სხდომა
მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

გაიოზ თალაკვაძის კანდიდატურის საკითხს განიხილავენ ამ წუთებში  დეპუტატები  საკრებულოს სხდომაზე.

უმრავლესობაში -- წარმოდგენილ კანდიდატურას დადებითად აფასებენ ,  ნაციონალურ მოძრაობაში კი  თალაკვაძის კვალიფიციურობას -   ეჭვქვეშ აყენებენ , ამას გარდა დღის წესრიგშია,  დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანის საკითხის განხილვაც .
„მერიის შიდა აუდიტის დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ სატრანსპორტო კომპანიაში არის სერიოზული კორუფციული და სამეურნეო დარღვევები. ასეთი კომპანიისთვის 27 მილიონი ევროს ღირებულების ავტობუსების საექსპლუატაციოდ გადაცემა საფრთხის შემცველია. ჩვენ გვსურს აღმოიფხვრას კორუფცია კომპანიაში და მოხდეს მძღოლებისა და მგზავრების უფლებების დაცვა“, - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.


Print