არჩილ
გეგეშიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე იმყოფებოდა, როგორც ჩანს
ელჩმა ხელმძღვანელებს განმარტებები უკვე ჩააბარა,
თუმცა ვის ესაუბრა გეგეშიძე
უცნობია. ამ დროისთვის დეტალებზე საუბრისგან საგარეო საქმეთა
სამინისტროც და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩიც თავს
იკავებენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გეგეშიძესთან ჯანელიძის
უწყებაში მაშინ შედგა, როდესაც თავად მინისტრი ამ საკითხზე კომენტარს
თბილისის სხვა ნაწილში აკეთებდა. უნდა ითქვას ისიც,რომ წინასწარი
ინფორმაციის მიუხედავად არჩილ გეგეშიძე ჯონ ქერის დასახვედრად
აეროპორტში არ მისულა.
არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე ხნის წინ
გააკეთა განცხადება, რომ პრორუსული პოლიტიკოსების არსებობა მმართველ
გუნდში ქვეყანაში არსებულ პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი
მარგველაშვილმა აშშ-ში საქართველოს ელჩის ამ
განცხადებას არაკომპეტენტური უწოდა.
"ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური
განცხადება და არაკომპეტენტურობა არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ
გამოავლინა", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ
5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.