სიახლეები
ჯონ ქერის ვიზიტი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტი რამდენიმე წუთში დაიწყება
ჯონ ქერის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე ელოდებიან.
თბილისის   აეროპორტში  ჯონ ქერის-  საგარეო   საქმეთა მინისტრი,  საქართველოს ელჩი  ამერიკაში და   ამერიკის   ელჩი   საქართველოში დახვდებიან. - ვიზიტი 2 დღიანი იქნება.  ვიზიტის    ფარგლებში ამერიკის საგარეო უწყების პირველი პირი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირისპირ    შეხვდება, რის შემდეგაც საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა    ჩატარდება.

ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. შედგება ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ   მინისტრი   და    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ერთობლივ პრესკონფერენციას   გამართავენ. დაგეგმილია ჯონ ქერის შეხვედრა ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

Print