სიახლეები
არჩილ გეგეშიძე სამინისტროში დაიბარეს
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე
მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა. არჩილ გეგეშიძე საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა. თუმცა მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ელჩმა ჟურნალისტებთან მხოლოდ ის განაცხადა, რომ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივა და ყველა კითხვას იქ გასცემს პასუხს.
არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.

Print