აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური გადადგა.
არჩილ ხაბაძემ საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გამართა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება, თუმცა
კონკრეტულად რა მიმართულებით არ დაუკონკრეტებია.
"აჭარაში ოთხი წლის განმავლობაში ფუნდამენტურად განვითარების გზა გავიარეთ, მთავრობა იყო გამჭვირვალე, ღია და სამართლიანი. გაიზარდა აჭარის ტურისტული პოტენციალი, უპრეცედენტო რაოდენობით გაიზარდა ბიუჯეტი და ინვესტიციები. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ჩემი პოსტი და ახალ ამპლუაში გავაგრძელო საქმიანობა“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძე შესაძლოა, ყაზახეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეცვალოს.
კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მეთაურის კანდიდატურა პრეზიდენტმა პრემეირთან შეთანხმებით უმაღლეს საბჭოს ათი დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.