სიახლეები
ტენდერის ჩატარების ახალი მოდელი
სახელმწიფო სტრუქტურები ახლა თავად გადაწყვეტენ ელექტრონული ვაჭრობა დახურული თუ ღია მონაცემებით აწარმოონ.
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება #5 - დაინერგა ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი მეთოდი - შემსყიდველ ორგანიზაციებს ტენდერის, ვაჭრობის დაფარული მონაცემებით გამოცხადების უფლება მიენიჭათ.
სახელმწიფო სტრუქტურები ახლა თავად გადაწყვეტენ ელექტრონული ვაჭრობა დახურული თუ ღია მონაცემებით აწარმოონ.
ბრძანების შესაბამისად ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის უცნობი იქნება რა ფასს სთავაზობს მომსახურების სანაცვლოდ კონკურენტი შემსყიდველ ორგანიზაციას.
სიახლე ემსახურება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მხრიდან უფრო მეტად გააზრებული სატენდერო წინადადების ფასის დაფიქსირებას, აგრეთვე ტენდერში მონაწილეობისას მათ შორის შესაძლო გარიგებების გამორიცხვას.
სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების პირველი პირების ნაწილს სიახლის შესახებ ცნობა არ აქვს, ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ ელექტრონული შესყდვების დახურვის შესაძლებლობა ტენდერებთან დაკავშირებით კითხვებს გააჩენს.
ცვლილება მოსწონს ბიზნესიის ნაწილს, საქკაბელის ხელმძღანელი ამბობს, რომ ახალი მოდელი კონკურენტების მხრიდან დემპინგური ფასებით ვაჭრობას გამორიცხავს.
ინიციატივას ლოგიკურს უწოდებენ IDFI-ში, თუმცა ორგანიზაცია ამ მეთოდში რისკებს მაინც ხედავს, განსაკუთრებით მაშინ როცა ტენდერის ჩაშლის შემთხვევაში შეთავაზებები საიდუმლო რჩება.

Print