სიახლეები
ვარშავის სამიტი და ''რესპუბლიკური პარტია''
მინისტრთა კაბინეტში ნებისმიერი მინისტრის ცვლილება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, -
- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა “რესპუბლიკელი” მინისტრების თაობაზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
დავით სერგეენკოს თქმით, ის პოლიტსაბჭოს წევრი არ არის და განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია.
„ვერ დავეთანხმები ვერავის იმაში, რომ ეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის სურვილზე ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული. აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველი არის პრემიერ-მინისტრი და ის მოიქცევა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარება კიდევ უფრო დადებითი და პოზიტიური იყოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს წევრი არ არის და განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა უარყო ინფორმაცია, რომ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად არის წარდგენილი.
ჯანდაცვის მინისტრმა უარყო ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად არის წარდგენილი.

Print