სიახლეები
წულუკიანი პაპიძის ვერდიქტის შესახებ
თეა წულუკიანი ამბობს, რომ საბოლოო ვერდიქტი ხალხის მიერ არის გამოტანილი და მისი შეფასება არასწორია
მაგდა პაპიძისთვის გამოტანილ ვერდიქტს იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ საბოლოო ვერდიქტი ხალხის მიერ არის გამოტანილი და მისი შეფასება არასწორია. რაც შეეხება თავად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, წულუკიანის განმარტებით, სისტემა დახვეწას საჭიროებს.
იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სექტემბრიდან პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი რეფორმის მოდელის განხილვას განაახლებს.
მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გუშინ გამოუტანეს. ნაფიცმა მსაჯულებმა იგი მეუღლისა და შვილის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნეს.

Print