„თუკი იქნება რაიმე შემოთავაზება გადაწყვეტილებას მივიღებ მინისტრთან და ჩემს თანაგუნდელებთან კონსულტაციის შემდეგ“
-ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა მიიღო თუ არა შეთავაზება და ხომ არ გეგმავს რომელიმე ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას.
როგორც თალაკვაძე ამბობს, შსს-ში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მუშაობს და გადაწყვეტილებას თანაგუნდელებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ შესაძლოა არჩევნებში ”ქართული ოცნების” რიგებიდან კენჭი ოზურგეთის ერთ-ერთ ოლქში იყაროს.