სიახლეები
მაგდა პაპიძის განაჩენი
ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად გამოუტანეს.
სასჯელის განსაზღვრის სხდომა კი ხვალ, დაცვის მხარის მოთხოვნით, მსაჯულების გარეშე გაიმართება და მოსამართლე გადაწყვეტს თუ რამდენწლიანი სასჯელი განესაზღვროს ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს.
მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წაყენებული ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

Print