ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25 სესიის დასკვნით, პლენარულ სხდომაზე ევროპელმა დეპუტატებმა თბილისის დეკლარაცია დაამტკიცეს.
ასამბლეა რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შერულებისკენ
მოუწოდებს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს
საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას.
როგორც ქართული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რადგან მასში არის საკმაოდ მკაფიო მოწოდება, რუსეთის ფედერციის მიმართ, შეწყვიტოს საქართველოში მიმდინარე ოკუპაცია და ასევე ოკუპირებული რეგიონების ანექსია.
„ეს არის ის საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ასამბლეამ მიიღო და მე მოხარული, ვარ რომ მასში ჩვენს მიერ ინიცირებული დეკლარაცია არის ასახული სრულად, ისე როგორც ჩვენ გვინდოდა. ასეთი რეზოლუციები ხდება შემდგომი მოქმედების საბაზო დოკუმენტები, იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინც მას მხარი დაუჭირა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.