სიახლეები
დავა წერეთლის კანდიდატურაზე

 

„დაახლოებით იგივეა გაეროს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა“
ქართული ოცნება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერს.
როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გიგი წერეთელი არის საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი ეუთოში, ეს არ უნდა გახდეს მთავარი ფაქტორი მისი ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენისა და მხარდაჭერისა.
მისი თქმით, გათვალისწინებული უნდა იყოს თუ რამდენად სცემს ეუთო-ს ღირებულებებს პატივს წარდგენილი კანდიდატურა და ასევე პარტია, რომელშიც აღნიშნული პოლიტიკოსი მოღვაწეობს.
„დაახლოებით იგივეა გაეროს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი რომ დაეჭირა, რადგან ეს ქართველია ან საქართველოს წარმომადგენელია. შეიძლება ეს შეფასება ძალიან არ მოეწონოს გიგი წერეთელს ან შეიძლება ბატონ დავითს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს ვუჭერთ ჩვენ მხარს,“- აცხადებს მანანა კობახიძე.

 

Print