დაკავებულის
თანასოფლელების ინფორმაციით, გიუნაშვილი ცხინვალის მილიციის
იზოლატორში სასტიკადაა ნაცემი
საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე, სოფელ დისევში დაკავებული გიორგი
გიუნაშვილის მიმართ ცხინვალში წაყენებულ ბრალდებებს დაკავებულის
ახლობლები აბსურდულს უწოდებენ.
დე ფაქტო რეჟიმის მტკიცებით, დისევიდან დევნილი გიუნაშვილი წლების წინ
განვითარებული მოვლენების დროს, დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია
ეჭვმიტანილი. აღნიშნულის გარდა, ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში სხვა ბრალდებებზეცაა
საუბარი.
დაკავებულის თანასოფლელების ინფორმაციით, გიუნაშვილი ცხინვალის
მილიციის იზოლატორში სასტიკადაა ნაცემი. დისევიდან დევნილები
თანასოფლელის გასათავისუფლებლად საქართველოს მთავრობას ყველა არსებული
ბერკეტის გამოყენებას სთხოვენ.