რიყის
პარკში გარემოვაჭრეებს რომლებიც სათამაშოებსა და ხელნაკეთ ნივთებს
ყიდიან საქმიანობა აუკრძლეს.
ისინი დილიდან რიყის პარკში არიან შეკრებილები.
ადგილზე იმყოფებოდნენ ზედამხედველობის სამსახურის
წარმომადგენლები,რომლებმაც ადგილზე შეკრებილებს განუმარტეს, რომ მათი
საქმიანობა უკანონოა.
მოვაჭრეების თქმით, მერია მათ შემოსავლის ერთადერთ წყაროს
ართმევს.
გარემოვაჭრეები ამბობენ, ტერიტორიის დატოვების გაფრთხილება ორი დღის
წინ მიიღეს. ისინი დაშლას არ აპირებენ და ზედამხედველობის სამსახურს
განსახორციელებელი მოქმედებებისთვის შესაბამის საბუთებს სთხოვენ.
დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ მოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო
ადგილებს შესთვაზებენ