საქართველოში
საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6 თვეში 12.9%-ით
გაიზარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის
ივნისში შემოსული ტურისტების შესახებ სტატისტიკა წარმოადგინა და
ნახევარი წლის ტურისტული მაჩვენებლები შეაჯამა.
გიორგი ჩოგოვაძის თქმით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა
რაოდენობა 6 თვეში 12.9%-ით გაიზარდა,
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა
რაოდენობამ 6 თვეში 2 636 313 შეადგინა. ზრდა, წინა წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით, 12,9%-ია.