სიახლეები
ეროვნული გამოცდები

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტები ტესტებს დღეს ზოგად უნარებში აბარებენ.
მათ უკვე მონაწილეობა მიიღეს 1-2 ივლისს, ასევე ოთხ სესიად გამართულ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდებში დღეს აბიტურიენტები ტესტებს ზოგად უნარებში აბარებენ.
ზოგადი უნარების გამოცდა 4-5 ივლისს, 4 სესიად იმართება. აბიტურიენტებს გამოცდის ჩასაბარებლად 3 საათი და 10 წუთი აქვთ
საგამოცდო პროცესი 22 ივლისამდე გაგრძელდება.
დარჩენილ საგნებში გამოცდების განრიგი კი, ასეთია:
6-7 ივლისი პირველი და მეორე სესია ინგლისური ენა; 6 ივლისი პირველი სესია რუსული ენა; 6 ივლისი მეორე სესია ფრანგული ენა; 7 ივლისი მეორე სესია რუსული ენა; 7 ივლისი პირველი სესია გერმანული ენა; 12 ივლისი მეორე სესია სამოქალაქო განათლება; 14 ივლისი პირველი სესია მათემატიკა; 15 ივლისი პირველი და მეორე სესია გეოგრაფია; 18 ივლისი პირველი და მეორე სესია ისტორია; 19 ივლისი პირველი სესია ლიტერატურა; 20 ივლისი პირველი სესია ბიოლოგია; 21 ივლისი პირველი სესია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 21 ივლისი პირველი სესია ქიმია; 22 ივლისი პირველი სესია ფიზიკა.
წელს პირველად გამოცდა ყველა საგანში ნაწილობრივ ელექტრონულად ბარდება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 500- ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.


 

Print