
ერთიანი ეროვნული გამოცდები, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდით
დაიწყო. რეგისტრირებული 38 ათას 500 აბიტურიენტიდან ტესტი მხოლოდ
ნახევარმა დაწერა
, მეორე ნახევარი კი გამოცდას ხვალ ორ ეტაპად ჩააბარებს. საქართველოს
მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, იყო დაგვიანების რამდენიმე
შემთხვევა, 400ზე მეტი აბიტურიენტი კი რეგისტრაციაზე საერთოდ არ
გამოცხადდა.