
სტამბოლში მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ მსოფლიო ლიდერების
შეშფოთება გამოიწვია. აფეთქება ყველა მათგანმა დაგმო და ტერორიზმს
მსოფლიოს საერთო გამოწვევა უწოდა
. ჯონ ქერიმ ოფიციალურ ანკარას დახმარებაც შესთავაზა. პრეზიდენტობის
კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კი მისი გამარჯვების შემთხვევაში
ტერორიზმთან შეურიგებელი ბრძოლის პირობა დადო.