
ეს იყო თურქეთისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა, უდანაშაულო
ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე - ასე აფასებს ათათურქის აეროპორტში
მომხდარ ტერორისტულ აქტს თურქეთის პრეზიდენტი. ტერაქტების შემდეგ
პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან
საგანგებო შეხვედრა გამართა.