
საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ასი ათასი ადამიანიდან 290
იღუპება. საშიში დასკვნა საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ
გამოაქვეყნა. სტატისტიკა ოთხი წლის წინ მოპოვებული მონაცემების
საფუძველზე მომზადდა
. თუ კონკრეტული ქვეყნების ენერგოპოლიტიკა არ შეიცვლება
სიკვდილიანობის დონე კიდევ უფრო გაიზრდება.ექსპერტები დასკვნის
მიზეზად ტექნიკურად გაუმართავ ტრანსპორტს და ძველ მაღაროებს
ასახელებენ.