
ეროვნული ვალუტა მცირედით გაუფასურდა. ერთი დოლარის ფასი სავალუტო
ჯიხურებში 2 ლარი და 33 თეთრია. რამ გამოიწვია ლარის დევალვაცია,
საერთაშორისო სავალუტო რყევებმა თუ
ეროვნული ბანკის მონეტარულმა პოლიტიკამ უცნობია. საფინანსო ინსტიტუტის
ხელმძღვანელის განცხადებით მცურავი კურსის პირობებში ასეთი
გაუფასურება პანიკის საფუძველს არ იძლევა და ეროვნული ვალუტა მალე
დასტაბილურდება.