
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას - სავალდებულო სამხედრო
სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრი კახა
კალაძე აფასებს. ვიცე-პრემიერი მიიჩნევს
, რომ შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო გაწვევის
შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ
უნდა ხდებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძე პრემიერ-მინისტრისა
და პრეზიდენტის მოსაზრებებს უერთდება. მათი განცხადებით მსგავსი
გადაწყვეტილებები მთავრობამ და უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს.