
"თავისუფლება ჯარისკაცებს"- ამ სახელწოდებით, "თავისუფალმა
დემოკრატებმა" ქუჩის კამპანია დაიწყეს. ირაკლი ალასანია პარტიის
წევრებთან ერთად დღეს ხელმოწერების შეგროვებაში იღებდა მონაწილეობას
. "თავისუფალი დემოკრატები", პეტიციას, გიორგი მარგველაშვილს - ეგრედ
წოდებულ კაბელების საქმეზე დაკავებული პირების შეწყალების თხოვნით
გადაუგზავნიან.