
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე - შოთა ხიზანიშვილი
დაპატიმრებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი მაღალჩინოსანი
დამნაშავედ - უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო და მას თავისუფლების
აღკვეთა 2 წლით შეუფარდა, თუმცა ამინისტირებული მუხლების
გათვალისწინებით პატიმრობის ვადა 1 წლითა და 6 თვით განისაზღვრა.
ხიზანიშვილი "ქართული ოცნების" ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე
იყო ბრალდებული. ის სასამართლო დარბაზში - განაჩენის
გამოცხადებისთანავე დააპატიმრეს. ხიზანიშვილის გარდა, აღნიშნულ
საქმეზე ბრალდებულები იყვნენ შსს-ს მაღალჩინოსნები- ვაჟა ლილუაშვილი
და ლევან ქარდავა. საუბარია 2012 წლის არჩევნებამდე - ფარული
ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და
გამოქვეყნებაზე.