
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოლაპარაკებების
ბოლო რაუნდში განხილულ თემებსა და პროცესში ქალთა
ჩართულობაზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ჟენევის დისკუსიაში
ოთხოზორიას მკვლელობის განხილვის შესახებაც იმსჯელეს.